დიტო ლაგვილავა კლიპს იღებს

დიტო ლაგვილავა კლიპს იღებს

მომღერალი დიტო ლაგვილავა საკუთარ სიმღერაზე "HERO" კლიპს იღებს. როგორც "ამბები.გე"-სთან ლაგვილავამ აღნიშნა, მუსიკა თავად დაწერა, ხოლო ტექსტი ლაშა მიქაუტაძეს ეკუთვნის.

სიმღერა ინგლისურენოვანია და კლიპს კომპანია "Focus Production" გადაიღებს. ამ ეტაპზე კლიპში მონაწილეთა შესარჩევად კასტინგია გამოცხადებული. ასაკი 17-22 წლამდეა.

როგორც დიტო ლაგვილავა აცხადებს, გადაღებები კასტინგის დასრულებისთანავე დაიწყება.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება