რა მსხვერპლზე მიდიან მოდელები - "ვოგის" რედაქტორის ინტერვიუ

რა მსხვერპლზე მიდიან მოდელები - "ვოგის" რედაქტორის ინტერვიუ

დიეტა, კასტინგიდან კასტინგზე სირბილი, აგენტებთან ურთიერთობა, უცხო ქალაქში გადასახლება - ასეთ პირობებში ცხოვრობენ პროფესიონალი მოდელები. ჟურნალების გარეკანიდან მომღიმარი გოგონების ცხოვრება არც ისეთი ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

რეიტინგული მოდის ჟურნალის, "ვოგის" ავსტრალიური გამოცემის ყოფილმა რედაქტორმა კრისტი კლემენტსმა მოდის ბიზნესის მკაცრ კანონებზე გულახდილად ისაუბრა. ის "ვოგის" რედაქტორი 25 წელი იყო.

მიუხედავად სხვადასხვა ორგანიზაციის კატეგორიული მოთხოვნისა, ზედმეტად გამხდარ გოგონებს კონტრაქტი შეუწყდეთ, სამოდელო სააგენტოების წარმომადგენლები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან. ყველა მოდელს გაუგია ტერმინი "პარიზული სიგამხდრე". ეს ტერმინი იმ მოდელებს ეხებათ, რომლებიც საზღვარგარეთ დაგეგმილ შოუებში იღებენ მონაწილეობას. გოგონა ვალდებულია ისეთი დიეტა დაიცვას, რომ ფიგურამ ნებისმიერი ტიპის ქსოვილი "აიტანოს".

კლემენტის თქმით, კონტრაქტისთვის გოგონები საშინელებებს სჩადიან: ზოგიერთი მოდელი შიმშილის გრძნობის მოსაკლავად ქსოვილს ღეჭავს, დანარჩენები რამდენიმე დღე არაფერს ჭამენ, მუდმივად დადიან საავადმყოფოებში, რომ წვეთოვანი გაიკეთონ, რათა პოდიუმზე გონება არ დაკარგონ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოდელს იმის შიშით, რომ ფოტოგრაფს ფოტოსესიაზე შენიშვნა არ მიეცა, ან დიზაინერს ჩვენებიდან არ მოეხსნა, 2 დღე არაფერი უჭამია. რედაქტორმა ისიც განაცხადა, რომ ერთ-ერთ ფოტოსესიაზე შეხვდა მოდელს, რომელმაც 3 დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ისადილა, რასაკვირველია, მცირე ულუფით. შედეგად, მშიერ გოგონას კამერის წინ თვალების გახელა უჭირდა და ეძინებოდა.

მომზადებულია International Business Times-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: ანორექსიის მსხვერპლი ფრანგი მოდელი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება