ჰაკერებმა ლედი გაგას და ანჯელინა ჯოლის მონაცემები გამოაქვეყნეს

ჰაკერებმა ლედი გაგას და ანჯელინა ჯოლის მონაცემები გამოაქვეყნეს

რამდენიმე კვირის წინ ჰაკერებმა ვარსკვლავების პირადი მონაცემები გამოაქვეყნეს. ახლა ამ კოლექციას ლედი გაგა და ანჯელინა ჯოლიც შეემატნენ.

მომღერლისა და მსახიობის პირადი მონაცემები, მათი საბანკო ანგარიშების რეკვიზიტები და დაზღვევის ნომრები ჰაკერებმა სპეციალურად შექმნილ საიტზე გამოაქვეყნეს.

პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება, თუმცა ამ დრომდე ეჭვმიტანილების დაკავება ვერ შეძლეს.

მანამდე ამავე საიტზე გამოქვეყნდა ეშტონ კატჩერის, კიმ კარდაშიანის, ბიონსეს და უამრავი სხვა ვარსკვლავის პირადი მონაცემებიც. მოგვიანებით ჰაკერებმა დაწერეს, რომ მათ მობეზრდათ გართობა და ვარსკვლავთა პირადი ინფორმაციით სავსე საიტი დახურეს. ვებ-გვერდი თავიდან სწორედ ანჯელინა ჯოლისა და ლედი გაგას მონაცემების გამოსაქვეყნებლად გაიხსნა.

დასავლურ პრესაში წერენ, რომ ჰაკერები სამართალდამცავებს დასცინიან, რომლებმაც მათი გამოჭერა ვერ შეძლეს.

აშშ-ში ადამიანის პირადი მონაცემები გამოქვეყნება სერიოზულ დანაშაულად ითვლება და დამნაშავეებს რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება