ქეით ჰადსონი: "ჩვენი რომანი ძველმოდური იყო. ორი თვის შემდეგ კი გავიგე, რომ ორსულად ვარ"

ქეით ჰადსონი: "ჩვენი რომანი ძველმოდური იყო. ორი თვის შემდეგ კი გავიგე, რომ ორსულად ვარ"

ჟურნალ Elle-ს მაისის ნომრის მთავარი გმირი, ცნობილი მსახიობი ქეით ჰადსონია, რომელმაც გამოცემას ინტერვიუც მისცა და ფოტოკამერის წინ იპოზიორა. ინტერვიუს დროს მსახიობი გამოტყდა, რომ მისთვის ყველაზე პრიორიტეტული მშობლის როლია.

"მეორე შვილის გაჩენის შემდეგ ნამდვილად აღარ ვარ ისეთი თავზეხელაღებული, როგორიც ადრე. ახლა ჩემთვის მთავარია სამაგალითო დედის და კარგი პარტნიორის როლი", - აღნიშნა ქეითმა.

"ახლა მე ოჯახის ნაწილი ვარ და მინდა ისე გავზარდო ჩემი შვილები, როგორც მე ვიზრდებოდი. ჩემს შვილებს გაუმართლათ რომ ასე ცხოვრობენ, რომ აქვთ ის, რაც აქვთ და ამას აფასებენ", - აღნიშნა ვარსკვლავმა.

თავად ქეითი გოლდი ჰოუნის და ბილ ჰადსონის ქალიშვილია, თუმცა ის დედამ მამობილთან, კურტ რასელთან ერთად გაზარდა. მსახიობი ახლა სიყვარულით იგონებს ბავშვობას:

"როდესაც პატარა ვიყავი, მე და ჩემს ძმებს გვინდოდა, რომ ჩვენი მშობლები დაქორწინებულიყვნენ. ჩვენი ოჯახური გრძნობები ფორმალობაზე გაცილებით ძლიერი იყო. სწორედ ამიტომ, დედის და მამის ქორწინების ცერემონია შინ გაიმართა. მამამ დედას ბეჭედი აჩუქა და სიყვარული აუხსნა - ეს ქორწინების მათი ვერსია იყო და ძალიან კარგად მახსოვს ყველაფერი. ეს იყო მხოლოდ ჩვენი, პირადი ისტორია", - აღნიშნა ქეით ჰადსონმა.

თავად მსახიობს ორი შვილი ჰყავს: ცხრა წლის რაიდერ რასელი ყოფილი მეუღლისგან, კრის რობინსონისგან და 21 თვის ბინგემ ჰოუნი, ამჟამინდელი საყვარლის, მეთ ბელამისგან. მეორე შვილზე ქეითი მაშინ დაორსულდა, როდესაც მას და მეთს რომანი 2 თვის გაბმული ჰქონდათ:

"ჩვენი ისტორია სტანდარტულად რომანტიკული იყო: კლასიკური არშიყი, პაემნები... მაგრამ ორი თვის მერე გავიგე, რომ ორსულად ვარ. შოკში ჩავვარდი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ეს საკმაოდ საინტერესო იქნებოდა! ვიცოდი, რომ როდესაც საქმე ასე სერიოზულადაა, გვერდით საიმედო და ძლიერი მამაკაცი უნდა გყავდეს. როდესაც ორსულად ხარ, ყველაფერი იცვლება. ყოველი ნაბიჯი ბევრ რამეზე ახდენს გავლენას", - აღნიშნა ვარსკვლავმა.

აღსანიშნავია, რომ ქეითი და მეთიუ არ არიან დაოჯახებულნი.

"ჩვენ აუცილებლად ვიქორწინებთ. ვგონებ, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი გრძნობები ფორმალობებზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა ჰადსონმა.

მომზადებულია Elle-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება