ჯიმ მორისონის უცნობი ინტერვიუ აღმოაჩინეს

ჯიმ მორისონის უცნობი ინტერვიუ აღმოაჩინეს

ცოტა ხნის წინ The Doors-ის ლიდერის ჯიმ მორისონის უცნობი ინტერვიუ აღმოაჩინეს, რომელიც 1969 წელსაა ჩაწერილი. ინტერვიუში მორისონი ჭარბ წონაზე საუბრობს.

"რა არის იმაში ცუდი, რომ იყო მსუქანი? ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ", - აღნიშნავს მორისონი.

1960-იანი წლების როკ-ვარსკვლავი ინტერვიუში აღიარებს, რომ იყო დრო, როდესაც ის საგრძნობლად გასუქდა. მაშინ ჯიმი უნივერსიტეტში სწავლობდა და კაფეტერიაში ჭამდა. გარდა ამისა, ყოველ დილით ის 6:30-საათზე დგებოდა, რომ მსუყე საუზმე მოემზადებინა.

"ასე გავიდა სამი თვე და შედეგად 84კგ-ის ვიწონიდი და თავს შესანიშნავად ვგრძნობდი! როდესაც დერეფანში მივდიოდი, ვხვდებოდი, რომ გზიდან ნებისმიერის ჩამოცილება შემეძლო!".

"იყო ძალიან გამხდარი საშინელებაა! საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ შეიძლება ქარმა წაგიღოს! ასე, რომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ზედმეტი წონა შესანიშნავია", - დასძინა მორისონმა.

ჯგუფ The Doors-ის ლიდერი 1971 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება