ჩრდილოეთ კორეა ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ მზადაა გამოიყენოს ბირთვული იარაღი აშშ-ის მხრიდან მუქარის საპასუხოდ. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, კორეის სახალხო არმიის გენშტაბის პრესმდივნის განცხადებით, აშშ-ის "მტრული პოლიტიკა" და "ბირთვული მუქარა" აიძულებს მათ საპასუხო ნაბიჯების გადადგმას.
ჩრდილოეთ კორეის განცხადება პენტაგონის მუქარის პასუხია, რომელმაც კუნძულ გუამიზე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის განთავსება გადაწყვიტა.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა THAAD-ი კუნძულ გუამზე უახლოს დღეებში გაეშვება.
კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა ბოლო კვირის განმავლობაში უკიდურესად დაიძაბა. გასულ კვირას, ჩრდილოეთ კორეა გუამიზე და ჰავაიზე არსებულ ამერიკის სამხედრო ბაზებს დაემუქრა. გუშინ კი ფხენიანმა სამხრეთ კორეასთან საერთო ინდუსტრიული ზონა ჩაკეტა და სამხრეთ კორეელ სპეციალისტებს ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.