ოსკაროსანი მსახიობი ჰოლი ბერი საქმროსთან, ოლივიე მარტინესთან და ქალიშვილ ნალასთან ერთად ჰავაიდან ბრუნდებოდა, როცა ლოს ანჯელესის აეროპორტში ათობით პაპარაცი დახვდა.
ფოტოგრაფებმა ფოტოების გადაღება დაიწყეს და როდესაც ერთ-ერთი მათგანი ძალიან მიუახლოვდა მსახიობის ქალიშვილს, ბერიმ მას ხელი გაარტყა და ყვირილით: "აქ ბავშვია, მოშორდით აქედან" ჩამოიცილა გზიდან.
პაპარაცმა ეს ფაქტი მსახიობთან გააპროტესტა და ჰკითხა, რატომ ჰკრა ხელი. "ბავშვია, ვერ ხედავთ?" - უპასუხა ბერიმ. ფოტოგრაფი მსახიობს არ მოეშვა, რამაც გააღიზიანა ჰოლი ბერის საქმრო, ფრანგი მსახიობი ოლივიე მარტინესი, რომელმაც ფოტოგრაფებისკენ საცემრად გაიწია, მაგრამ ბერიმ იგი შეაჩერა, რის შემდეგაც წყვილი მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად გაეცალა პაპარაცებს.