გვინეტ პელტროუს მენიუ: 300 დოლარი დღეში

გვინეტ პელტროუს მენიუ: 300 დოლარი დღეში

ცოტა ხნის წინ გვინეტ პელტროუმ ჯანსაღი კვების შესახებ წიგნი გამოსცა. გამოცემას It's All Good ქვია. წიგნი მალევე გახდა საზოგადოების განსჯის საგანი. მის შესახებ აზრი ჯესიკა ალბამაც გამოთქვა, რომელმაც ასევე გამოსცა მსგავსი წიგნი რჩევებით ჯანსაღი კვების შესახებ. ალბამ განაცხადა, რომ მისი ნამუშევარი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ბევრად უფრო მისაღებია.

გვინეტის წიგნს მედიაში მეორე სახელიც შეარქვეს - "როგორ ვაშიმშილოთ ოჯახი". წიგნში პელტროუს მიერ რეკომენდირებული მენიუს მიხედვით, ადამიანებს საკვებზე დღეში 300 დოლარი ესაჭიროებათ.

გვინეტის აზრით, საკვებ პროდუქტებში დაუშვებელია ყავის, ალკოჰოლის, შაქრის, კარტოფილის, პომიდვრის, ბულგარული წიწაკის, სიმინდის, ხორბლის, ხორცისა და სოიოს გამოყენება.

დასავლურ პრესაში მსახიობის ამ წესებს "ძალიან მდიდარი ადამიანის მატრაკვეცობად" მიიჩნევენ, ხოლო წიგნს - "ჰოლივუდური ნევროზის ბიბლიას".

გვინეტის მიერ რეკომენდირებული პროდუქტები მართლაც არ გამოირჩევა დაბალი ფასებით.

მაგალითისთვის, პელტროუ კვერცხის შეწვისას მხოლოდ იხვის კვერცხს იყენებს, რომელიც 1 დოლარი ღირს. ფუნთუშების გამოსაცხობად მსახიობი ყველას ურჩევს  მზარეულ ტომას კელერის ფქვილს, რომელიც 20 დოლარი ღირს. სალათი, რომელსაც გვინეტ პელტროუ ამზადებს და მისი წიგნის მკითხველებსაც ურჩევს, დაკონსერვებული თინუსით და მოხალული წიწაკით კეთდება და მის მომზადებას 120 დოლარი სჭირდება.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება