დი კაპრიო და ჰენქსი გორბაჩოვზე ფილმს გადაიღებენ

დი კაპრიო და ჰენქსი გორბაჩოვზე ფილმს გადაიღებენ

ლეონარდო დი კაპრიოს და ტომ ჰენქსის პროდუსერული კომპანიები HBO Films-თან ერთად სსრკ-ს პრეზიდენტ მიხაელ გორბაჩოვზე ფილმს იღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Deadline ავრცელებს.

პროექტის კონსულტანტი თავად გორბაჩოვი და  პაველ პალაჟჩენკოა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პოლიტიკოსის თარჯიმნად მუშაობდა. ფილმში სსრკ-ს პრეზიდენტის თვალით დანახული საბჭოთა კავშირის დაშლა იქნება ნაჩვენები.

Deadline აღნიშნავს, რომ ფილმის შექმნის იდეა დი კაპრიოს გორბაჩოვის გაცნობის შემდეგ გაუჩნდა. სსრკ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა 2011 წლის თებერვალში ბერლინში მსახიობს გარემოს დაცვის დარგში გაწეული წლილისთვის ჯილდო Cinema for Peace გადასცა.

სურათისთვის სცენარს ჟონ შიბანი დაწერს. იგი სერიალების - "საიდუმლო მასალები", "ზებუნებრივი" და "ჯოჯოხეთი ბორბლებზე" ეპიზოდების ავტორია. ფილმის გამოსვლის თარიღი, ისევე როგორც მასში მონაწილე მსახიობების ვინაობა, უცნობია.

მომზადებულია Deadline-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება