შესაძლოა, ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ დევნა დაიწყოს

შესაძლოა, ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ დევნა დაიწყოს

5 აპრილს, პარიზში ფრანგი მსახიობის, ჟერარ დეპარდიეს სასამართლო განხილვა გაიმართება. მსახიობს არაფხიზელ მდგომარეობაში სკუტერის მართვაში სდებენ ბრალს, რამაც საგზაო ავარია გამოიწვია.

სავარაუდოდ, დეპარდიე სასამართლო სხდომაზე არ მივა. მსახიობის ადვოკატმა უკვე განაცხადა, რომ დეპარდიე ამჟამად ნიუ-იორკშია, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ დომინიკ სტროს-კანზე ფილმის გადაღებებისთვის ემზადება. იგი სურათში მთავარ როლს ასრულებს.

მსახიობი წინა სასამართლო სხდომასაც არ დასწრებია. ამან, შესაძლოა დეპარდიეს უსიამოვნება მოუტანოს - თუ ის მოსმენებს მომავალშიც გააცდენს, შეიძლება მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

შარშან, ნოემბერში ფრანგი მსახიობი ნასვამ მდგომარეობაში სკუტერის მართვისთვის დააპატიმრეს.

მსახიობი ავარიის შემდეგ დააკავეს, რომელიც პარიზის ჩრდილო-დასავლეთით მოხდა. ალკოჰოლის ტესტმა, რომელიც დეპარდიემ პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლის შემდეგ ჩაიტარა, დადებითი პასუხი აჩვენა. ავარიაში არავინ დაშავებულა. დეპარდიე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება