აგუტინი და ვარუმი ქართველი მსმენელის მუსიკალურობამ მოხიბლა

აგუტინი და ვარუმი ქართველი მსმენელის მუსიკალურობამ მოხიბლა

რუსული ესტრადის მიმართ  სკეპტიკურად განწყობილებს იმედები გაუცრუვდათ - გუშინ თბილისის საკონცერტო დარბაზში ანჟელიკა ვარუმისა და ლეონიდ აგუტინის კონცერტი  ანშლაგით ჩატარდა.

კონცერტზე დასწრების მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, მაყურებლისთვის სკამები ორკესტრის ორმოშიც კი ჩაიდგა. კონცეტრს ახალაგაზრდებიც არ აკლდა.

ვარსკვლავურმა წყვილმა ცნობილი ჰიტები შეასრულა და მაყურებელიც ააცეკვა.

კონცერტი 21.00 სათზე დაიწყო და 2 საათში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მაყურებელი მომღერლებს სცენიდან არ უშვებდა და ვარუმმა და აგუტინმა დამატებით 5 სიმღერა შეასრულეს.

მომღერლებმა სიმღერები ჯაზ-ბენდთან ერთად შეასრულეს. მაყურებლის აპლოდისმენტები ქორეოგრაფიულმა ჯგუფმაც დაიმსახურა, რომელმაც დარბაზიც აიყოლია.

როგორც კონცერტის დასრულების შემდეგ, "ამბები.გე"-სთან ლეონიდ აგუტინმა აღნიშნა, ქართველი ერი მუსიკალურია, რამაც დამატებითი მუხტი მისცა, კონცერტზე მაქსიმალური ემოცია გაეცა.

"ქართველი ხალხი მუსიკალურია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. მაყურებელი დარბაზში მღეროდა და არც ერთი სიტყვა არ შეშლიათ. ბედნიერები ვართ. დიდი სურვილია, ისევ დავბრუნდეთ თბილისში. უამრავი აპლოდისმენტი დავიმსახურეთ. აპლოდისმენტები მათაც ეკუთვნის ჩვენგან ასეთი სიყვარულისთვის, - განაცხადა აგუტინმა.

ანჟელიკა ვარუმი ქართველი მსმენელის წინაშე ნაცნობი რეპერტუარით და მრავალფეროვანი სასცენო კოსტუმებით წარსდგა. "ამბები.გე"-სთან საუბრისას მან საქართველოში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

"აღფრთოვანებული ვარ. გვენატრებოდა ქართველი პუბლიკა. ჩვენ ზაფხულში საქართველოში დავბრუნდებით და ბათუმში საცეკვაო მუსიკის მოტივებზე შექმნილი სიმღერების კონცერტს გავმართავთ", - განაცხადა ანჟელიკა ვარუმმა.

კონცერტს როგორც სამთავრობო, კულტურის სფეროსა და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები ესწრებოდნენ.  თანამდებობრივი სტატუსის მიუხედავად, ყველა მათგანი ფეხზე იდგა, ადგილზე ცეკვავდნენ, მღეროდნენ და ნაცნობ მელოდიებს რიტმულად მიჰყვებოდნენ.

როგორც კონცერტის ორგანიზატორმა, დათო ოქიტაშვილმა განაცხადა, ის კონცერტის დაწყებამდე შიშობდა, ვინაიდან ჩვენში რუსული ესტრადის მომღერლების კონცერტს სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა ვარუმისა და აგუტინის კონცერტმა ორგანიზატორების ეჭვები გაფანტა და მომავალი კონცერტიც დაიგეგმა. კერძოდ, 4 ივნისს საქართველოში ლაიმა ვაიკულე ჩამოვა.

გიორგი ბერიძე

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება