ბუენოს-აირესმა ხუთშაბათს ურუგვაის პრეზიდენტის, ხოსე მუხიკოს მიერ არგენტინის პრეზიდენტის, კრისტინა კირშნერის და მისი გარდაცვლილი მეუღლის, ნესტორ კირშნერის მიმართ გამოთქმული გამონათქვამი გააპროტესტა.
დიპლომატიური სკანდალის მიზეზი ურუგვაის პრეზიდენტის სიტყვებია. პრეზიდენტი პრესკონფერენციის დაწყების წინ ბრაზილიასთან და არგენტინასთან ურთიერთობას განიხილავდა ერთ-ერთ მუნიციპალურ ჩინოსანთან და ჩართულ მიკროფონს ყურადღება არ მიაქცია.
"ეს ბებრუხანა, იმ ბრუციანზე უარესია",- თქვა მუხიკამ. არგენტინაში ჩათვალეს, რომ მუხიკო ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს და სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მის წინამორბედს, ნესტორ კირშნერს გულისხმობდა.
ამასთან დაკავშირებით, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბუენოს-აირესში ურუგვაის ელჩი, გილერმო პომი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. გარდა ამისა, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გარდაცვლილი პრეზიდენტის ხსოვნის შეურაცხმყოფელი კომენტარი დაუშვებელია და დასძინა, რომ ნესტორ კირშნერი ხოსე მუხიკოს მეგობრად თვლიდა.
ურუგვაის ლიდერმა უარი თქვა ეღიარებინა, რომ მისი გამონათქვამები არგენტინის პრეზიდენტს ეხებოდა, მაგრამ ამავე დროს განაცხადა, რომ არავის წინაშე თავის მართლებას არ აპირებს.
იხილეთ ასევე: ხოსე მუხიკა - ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი
-ურუგვაის პრეზიდენტმა არგენტინელ კოლეგას "ბებერი კუდიანი" უწოდა
მომზადებულია Urgente24-ის მიხედვით.