ანჯელინა ჯოლი პაკისტანელი გოგონას სახელზე სკოლას ააშენებს

ანჯელინა ჯოლი პაკისტანელი გოგონას სახელზე სკოლას ააშენებს

ცნობილი მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი, ანჯელინა ჯოლი საქველმოქმედო პროექტების განვითარებას განაგრძობს.

37 წლის მსახიობმა გადაწყვიტა, პაკისტანელი გოგონას, მალალა იუსუფზაის სახელზე სკოლა ააშენოს. 14 წლის გოგონა თალიბებმა სამოქალაქო აქტიურობის გამო დაჭრეს. ვარსკვლავმა სკოლის ასაშენებლად უკვე გამოყო 50 000 დოლარი.

"ყოველთვის ვესაუბრები ჩემს შვილებს მალალაზე. მათ ძალიან უჭირთ იმ სამყაროს გაგება, სადაც კაცები ქალზე ძალადობენ. ძნელია შვილებს გააცნო სამყარო, სადაც კაცი ბავშვს მხოლოდ იმიტომ ესვრის, რომ გოგონას სკოლაში სიარული და განათლების მიღება სურს", - განაცხადა მსახიობმა.

შეგახსენებთ, 14 წლის მალალა იუსუფზაი, რომელიც 11 წლიდან თალიბანის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა და ბევრისთვის ეროვნული თავისუფლების სიმბოლო იყო, თალიბანის მიერ დაქირავებულმა მკვლელმა შარშან მძიმედ დაჭრა. თალიბებმა განაცხადეს, რომ გოგონას სიცოცხლე მისი შეხედულებებისა და სამოქალაქო აქტიურობის გამო ხელყვეს.

მომზადებულია justjared.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება