ფანებმა ბიონსეს და ჯეიზის დღესასწაულის აღნიშვნა არ აცალეს

ფანებმა ბიონსეს და ჯეიზის დღესასწაულის აღნიშვნა არ აცალეს

ცნობილი წყვილი, ბიონსე და ჯეიზი ქორწინების მეხუთე წლისთავის აღსანიშნავად კუბაში გაემგზავრნენ. შოუბიზნესის ყველაზე გავლენიანმა ცოლ-ქმარმა დღესასწაული ჰავანას ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნა, თუმცა შენობასთან შეკრებილმა თაყვანისმცემლებმა მათ მოსვენება არ მისცეს.

რესტორანთან შეკრებილი ფანები იქამდე ყვიროდნენ ბიონსეს სახელს, სანამ ვარსკვლავი აივანზე არ გამოვიდა და ხელი არ დაუქნია.

შენობის დატოვებისას წყვილის დაცვა ვერ გაუმკლავდა კერპთან ჩახუტების მსურველთა ურიცხვ არმიას, ამიტომ საჭირო გახდა პოლიციის გამოძახება.

წყვილის ქორწინების წლისთავისთვის გამართულ წვულებას, ბონსეს და ჯეიზის მშობლები დაესწრნენ.

მეორე დღეს წყვილმა გასეირნება გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ცოლ-ქმარი პაპარაცებმა და თაყვანისმცემლებმა არც აქ მოასვენეს. საბოლოოდ წყვილმა ფანების სურვილი დააკმაყოფილა. ბიონსემ და ჯეიზიმ მათთან ფოტოებიც გადაიღეს და ავტოგრაფებიც დაარიგეს.

პოპ-ვარსკვლავი და რეპერი 2008 წლის 4 აპრილს დაქორწინდნენ. მათ ერთი ქალიშვილი ბლუ აივი კარტერი ჰყავთ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება