შაკირას ყოფილი საყვარელი სასამართლოში უჩივის

შაკირას ყოფილი საყვარელი სასამართლოში უჩივის

მომღერალ შაკირას ყოფილი საყვარელი სასამართლოში უჩივის. ანტონიო დე ლარუა, რომელიც არგენტინის ექს-პრეზიდენტის, ფერნანდო დე ლარუას უფროსი ვაჟია, შაკირასგან კონპენსაციის სახით 100 მილიონ დოლარს ითხოვს.

ანტონიო აცხადებს, რომ 11 წლიანი რომანის განმავლობაში მისი მენეჯერი იყო. მისი თქმით, მომღერლისთვის მომგებიანი მუსიკალური გარიგებები დადო და გასამრჯელოს მოითხოვს.

მომღერალი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ როდესაც ანტონიო გაიცნო, უკვე საერთაშორისო ვარსკვლავი იყო. მისი თქმით, ანტონიო მისი მენეჯერი არასდროს ყოფილა და მხოლოდ რამდენჯერმე მისცა რჩევა.

მომზადებულია tmz.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება