იურმალაში საქართველოს სახელით სალომე ქათამაძე იმღერებს

იურმალაში საქართველოს სახელით სალომე ქათამაძე იმღერებს

იურმალას მუსიკალურ ფესტივალ "ახალი ტალღა 2013"-ზე საქართველოს სახელით სალომე ქათამაძე წარდგება. როგორც "ამბები.გე"-ს შიდა შესარჩევი კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა, მაკა საჯაიამ განუცხადა, კიევში "ახალი ტალღას" ჟიურის წინაშე სალომე ქათამაძე და ნინი ცნობილაძე გუშინ წარდგნენ.

საჯაიას ინფორმაციით, ჟიურის ორივე კონკურსანტის მუსიკალური მონაცემები მოეწონა, თუმცა უპირატესობა სალომე ქათამაძეს მიანიჭა, რომელიც იურმალას მუსიკალურ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, თუ რომელი კომპოზიტორის სიმღერით წარდგება ქათამაძე ჟიურისა და მსმენელის წინაშე.

კიევის შესარჩევ კონკურსამდე, რამდენიმე დღით ადრე თბილისში კომპოზიტორ იგორ კრუტოის მიერ დაარსებული კომპანია "არსის" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და ტელეკომპანია "იმედის" წარმომადგენლებთან ერთად 47 კონკურსანტიდან სალომე ქათამაძე და ნინი ცნობილაძე აირჩიეს.

"არსის" ჯგუფში ქართული წარმოშობის მუსიკოსები, ბრენდონ სტოუნი (ბესო შპეტიშვილი) და ვალერი მელაძეც შედიან.

იურმალაში 23 ივლისისთვის გაემგზავრებიან, აგრეთვე, ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობა, მუსიკალური პროდიუსერი, კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე, დათო ოქიტაშვილი, მაკა საჯაია, დუეტი "ჯორჯია" და სოფო ხალვაში. 

გიორგი ბერიძე

ასევე იხილეთ: როგორ მოხიბლა სალომე ქათამაძემ იურმალას კონკურსის ჟიური - ვიდეო შესარჩევი ტურიდან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება