ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს ხვდება

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს ხვდება

ვარსკვლავური წყვილი, მსახიობები ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი მალე დაქორწინებას აპირებენ, მაგრამ ანჯელინას ერთგული ცოლის ამპლუა დიდად არ ხიბლავს.

როგორც ამერიკული ჟურნალი Life&Style სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ანჯელინა ბრედის მალულად ყოფილ ქმარს, მსახიობ ბილი ბობ ტორნტონს ხვდება.

"თუ ჯოლი ლოს-ანჯელესშია, ბილის ყოველგვარი მიზეზგარეშე სტუმრობს. ისინი ძალიან ახლოს არიან. ანჯელინა მთელ დღეებს მის სახლში ატარებს. ბრედმა ამის შესახებ არაფერი იცის. მას წარმოდგენა არ აქვს, რომ საცოლე ყოფილ ქმართან ასე ხშირად დადის", - წერს ჟურნალი Life&Style.

ბილი 5-ჯერ იყო დაქორწინებული. ის და ანჯელინა 3 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ.

მომზადებულია Life&Style-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება