დრიუ ბერიმორი: "ან მსახიობი უნდა იყო, ან დედა"

დრიუ ბერიმორი: "ან მსახიობი უნდა იყო, ან დედა"

გასული წლის სექტემბერში მსახიობი დრიუ ბერიმორი პირველად გახდა დედა. ვარსკვლავს ქალიშვილი - ოლივია შეეძინა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში დრიუმ აღიარა, რომ დედობა ყოველთვის ითხოვს ქალისგან მსხვერპლს.

"საშინელებაა, როდესაც რაღაცაზე დიდი ხანი მუშაობ და შემდეგ ყველაფრის მიტოვება გიწევს, ვინაიდან იცი - სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებ შვილის აღზრდას" - აღიარა მსახიობმა.

მსახიობმა არჩევანი გააკეთა - დრიუმ უარი განაცხადა რამდენიმე პროექტზე, რათა მეტი დრო გაატაროს ქალიშვილთან.

"მე იმ თაობაში ვიზრდებოდი, სადაც ითვლებოდა, რომ "ქალს ყველაფრის მოსწრება შეუძლია" და მეც ასე მეგონა. ახლა სხვანაირად ვფიქრობ. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ის, რის გამოც მსხვერპლზე წავედი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული გახდა. შეიძლებოდა ჩემი ქალიშვილის პირველი თვეები გამომეტოვებინა და ეს არ შემეძლო... ეს გულს მიტეხდა და არჩევანი ცხადი გახდა", - განაცხადა ბერიმორმა.

მსახიობმა აღიარა, რომ ძალიან ენატრება სამუშაო, მაგრამ იცის, რომ სწორად მოიქცა.

"დანაშაულის მუდმივი გრძნობით ვცხოვრობ - მაგრამ ამას მეუღლესთან ერთად ვებრძვი. როდესაც ოჯახის გარდა სხვა საქმით ვარ დაკავებული, ჩემს თავს ვახსენებ: "ჩემი ოჯახისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. მე უბრალოდ ვცდილობ ვიპოვო ბალანსი", - აღნიშნა მსახიობმა.

4 წლის განმავლობაში დრიუმ მხოლოდ ერთ ფილმში ითამაშა, თუმცა ვარსკვლავი ირწმუნება, რომ ეკრანს ისევ დაუბრუნდება.

"ჩემი ქალიშვილი იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კინოში დავბრუნდები. თუმცა აღარასდროს ვიქნები ისეთი, როგორიც ადრე. ცხოვრება ზოგჯერ იცვლის მიმართულებას და ეს ნამდვილად ამაღელვებელი მომენტებია", - აღნიშნა ბერიმორმა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება