რობერტო კავალიმ კარლ ლაგერფელდს დასცინა

რობერტო კავალიმ კარლ ლაგერფელდს დასცინა

მოდის სამყაროში დიზაინერთა ომი გრძელდება. ხშირად ცნობილი დიზაინერები ერთმანეთისადმი აგრესიას არ მალავენ. ამჯერად ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში პროვოკაციულმა რობერტო კავალიმ კოლეგას და კონკურენტს, კარლ ლაგერფელდს დასცინა.

იტალიელი დიზაინერის აზრით, კარლის სტილი და იმიჯი, რომელიც უკვე კულტად იქცა, უბრალოდ სასაცილოა.

”არ არის აუცილებელი ჩაიცვა ისე, როგორც მხატვარმა, მხოლოდ იმიტომ, რომ მხატვარი ხარ. კარლ ლაგერფელდი უბრალოდ სულელურად გამოიყურება”, - განაცხადა კავალიმ.

ცნობილია, რომ Chanel-ის მოდის სახლის ხელმძღვანელი არავის რჩება ვალში, ამიტომ შესაძლოა რობერტო კავალიმ საკუთარ სიტყვებზე ”პასუხი აგოს”.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება