ზემფირა ბავშვთა სახლს მფარველობს

ზემფირა ბავშვთა სახლს მფარველობს

ზემფირა მის მშობლიურ უფაში მდებარე ერთ-ერთი ბავშვთა სახლის მფარველი გახდა. მომღერალი უშუალო მონაწილეობას იღებს ბავშვების აღზრდაში. რამდენიმე დღის წინ ვარსკვლავმა მათ სათამაშოებიც გაუგზავნა.

ქველმოქმედი მომღერალი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა. ზაფხულში ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს სიურპრიზი ელოდებათ. ზემფირამ ობოლი ბავშვები საკუთარ კონცერტზე დაპატიჟა, რომელიც ივნისში გაიმართება. ბავშვები დარბაზში საუკეთესო ადგილებს დაიკავებენ.

ზემფირა პირველად არ ეხმარება ბავშვებს, ვარსკვლავს არასდროს უყვარდა მისი საქველმოქმედო საქმიანობის აფიშირება. მას არაერთხელ გადაურიცხავს კონცერტიდან შემოსული თანხა მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება