Facebook-ში მეგობრობა ბედნიერებას ვერ მოგიტანთ

Facebook-ში მეგობრობა ბედნიერებას ვერ მოგიტანთ

გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობას სოციალური ქსელების მეშვეობით ამყარებენ.

ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივადაა: ახალი ფოტოსურათებით გაიგებთ, რას აკეთებს თქვენი მეგობარი, სტატუსი მის გუნება-განწყობილებას აჩვენებს, შეგიძლიათ დიდი ხნის უნახავ მეგობარს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნოთ, მაგრამ სინამდვილეში თავს ვიტყუებთ, რადგანაც აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დროის კარგვაა.

ჩესტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ კონფერენციაზე ოფიციალური დასკვნა წარადგინეს. ის ადამიანები, რომლებიც საუბრისას ერთმანეთს თვალებში უყურებენ, 50%-ით უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს Facebook-ში ესაუბრებიან.

პროფესორი სემ რობერტსი ირწმუნება, რომ სოციალური ქსელები ადამიანებს დამეგობრებაში ვერ დაეხმარება. ფსიქოლოგების თქმით, მსგავსი ტიპის ურთიერთობა მხოლოდ გარკვეულ ეტაპზეა საინტერესო. ეს ეხება მობილურზე საუბარსა და მესიჯობასაც. თუმცა, ფსიქოლოგების თქმით, სხვა დატვირთვა აქვს Skype-ს. ვებ-კამერაში საუბარი უფრო "ახლოსაა" რეალობასთან, ვიდრე სოციალურ ქსელებში ურთიერთობა.

"ადამიანებს სურთ, მსოფლიოს ეკონტაქტონ და ამისთვის Facebook-ს იყენებენ. თუმცა, უნდა გააცნობიერონ, რომ იმედი გაუცრუვდებათ. საინტერესო ექსპერიმენტი ჩავატარეთ: ადამიანები შევკრიბეთ და ორ ჯგუფად დავყავით. ერთ ნაწილს 14 დღის განმავლობაში პირისპირ ურთიერთობა და Skype-ში ვებ-კამერით საუბარი უწევდათ, ნაწილი კი ერთმანეთს მხოლოდ სოციალური ქსელებითა და მობილურით ესაუბრებოდნენ. შედეგი ასეთია: პირველი ჯგუფის წევრები, რომლებსაც რეალური ურთიერთობა ჰქონდათ 50%-ით უფრო ბედნიერები იყვნენ, ვიდრე მეორე ჯგუფის მონაწილენი", - განაცხადეს ჩესტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ:

Facebook-ზე შეტყობინებები ფასიანი იქნება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს