ნინი ცნობილაძეს "ახალი ტალღის" შესარჩევ ტურზე სამი სიმღერა ამღერეს

ნინი ცნობილაძეს "ახალი ტალღის" შესარჩევ ტურზე სამი სიმღერა ამღერეს

5 აპრილს კიევში გამართულ "ახალი ტალღის" შესარჩევ კონკურსზე ჟიურის წინაშე საქართველოს სახელით ორი კონკურსანტი - სალომე ქათამაძე და ნინი ცნობილაძე წარდგნენ. ორივე მათგანი Voice-ის ქართული ანალოგის, "ახალი ხმის" მონაწილეა.

ნინიმ ჟიურისთვის სამი სიმღერა შეასრულა. თავდაპირველად თავისი გამოსვლა ტინა ტერნერის Proud Mary-თ დაიწყო, თუმცა ჟიურიმ სიმღერა შეაწყვეტინა და სთხოვა, Killing Me Softly ემღერა, ამის შემდეგ კი ქართული სიმღერის შესრულება დაავალეს და ნინიმ მამუკა ჩარკვიანის "დაუბერებელი ტანგო" იმღერა. ჟიურის ნინის გამოსვლა ძალიან მოეწონა, მაგრამ არჩევანი სალომეზე შეაჩერა, რომელიც წარადგენს კიდეც საქართველოს იურმალას 2013 წლის მუსიკალურ კონკურსზე.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ნინი რეზერვში იქნება და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, კონკურსზე გამოიძახონ.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება