”ფოტოშოფის” ლაფსუსები

”ფოტოშოფის” ლაფსუსები

ზოგიერთი მოდის ჟურნალის რედაქტორისა და ფოტოგრაფის დაჟინებული სურვილი, ვარსკვლავი გარეკანზე სრულყოფილად გამოიყურებოდეს, ფატალურად სრულდება. გთავაზობთ ფოტოშოპით დამახინჯებულ ვარსკვლავებს.

მადონა: ეს ფოტოსურათი თვალნათლივ გვიჩვენებს, როგორ გამოიყურება რეალურად მომღერალი.

კიმ კარდაშიანი: ჭარბწონიანი კიმ კარდაშიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ცელულიტს სპორტდარბაზში ებრძვის, ”ფოტოშოფით” რამდენიმე კილოს მარტივად იკლებს.

ემა უოტსონი: ერთი შეხედვით უწყინარმა კადრმა მსახიობი ემა უოტსონი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. ფოტოგრაფმა შემთხვევით ემას მარჯვენა ფეხი "გააქრო".

ემინემი: ჟურნალ XXL-ის ფოტოგრაფმა გადაწყვიტა, რეპერ ემინემის თვალებისთვის მეტი სიცოცხლე მიენიჭებინა. შედეგად, რეპერი კომიქსის გმირს დაემსგავსა.

კრისტინა აგილერა: ამ ფოტოში მომღერალი კრისტინა აგილერა ძაღლთან ერთად პოზირებს. კადრში აგილერას მარჯვენა ხელი იქცევს ყურადღებას. ვარსკვლავის თითები დაგრეხილია.

ბიონსე: მომღერალ ბიონსეს გულშემატკივარი მამაკაცები ხშირად აღნიშნავენ, რომ მისი მთავარი ღირსება ქალური ფორმები - დიდი უკანალი და თეძოებია. თუმცა, ჟურნალ Harpers Bazaar-ის რედაქციაში ასე არ ფიქრობენ. ჟურნალის გარეკანზე ბიონსე სუპერმოდელს მოგაგონებთ.

ადამ ლევინი: მომღერალი ადამ ლევინი ქერა ლამაზმანთან ერთად პოზირებს, მაგრამ ფოტოგრაფის წყალობით, ვარსკვლავის მუცელი "მოჭრილია".

მომზადებულია beautyriot.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება