ტომ კრუზი კეტი ჰოლმსთან განქორწინებაზე ალაპარაკდა - "არ ველოდი"

ტომ კრუზი კეტი ჰოლმსთან განქორწინებაზე ალაპარაკდა - "არ ველოდი"

განქორწინების შემდეგ ტომ კრუზმა პირველად გააკეთა ამ თემაზე კომენტარი. გულახდილ ინტერვიუზე მსახიობი გერმანელმა ჟურნალისტებმა დაითანხმეს.

კრუზმა აღიარა, რომ არ იყო მზად განქორწინებისთვის და დღემდე მტკივნეულია კეტი ჰოლმსთან განშორებაზე და იმაზე ფიქრი, თუ როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა მათ ქალიშვილ სურიზე:

"განქორწინებას არ ველოდი, მაგრამ ძალიან ბევრი დრო მქონდა, რომ კარგად გამეაზრებინა ეს სიტუაცია. ცხოვრება ყოველთვის გვიწყობს გამოწვევებს", - განაცხადა მსახიობმა.

კრუზს სიტუაციასთან გამკლავებაში იუმორი დაეხმარა:

"იცხოვრო 50 წლამდე, გეგონოს რომ ყველაფერს აკონტროლებ და უეცრად მიიღო დარტყმა - აი, რას უნდა ელოდო ბედისგან. ჩვენი ცხოვრება ტრაგიკომედიაა და იუმორის გრძნობა აქ აუცილებელია", - აღნიშნა ტომმა.

მომზადებულია ProSieben-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება