შარლიზ ტერონს და სეტ მაკფარლეინს რომანი აქვთ?

შარლიზ ტერონს და სეტ მაკფარლეინს რომანი აქვთ?

შარლიზ ტერონი შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და მარტოხელა ვარსკვლავია. სწორედ ამიტომ, როდესაც მსახიობს მამაკაცთან ერთად ხედავენ, მაშინვე ჩნდება ჭორი, რომ შარლიზს მასთან რომანი აქვს.

ამჯერად ვარსკვლავის საყვარლობას მის კოლეგას და კომიკოს მსახიობს, სეტ მაკფარლეინს "აბრალებენ".

პირველად წყვილის ურთიერთობის შესახებ ჭორები "ოსკარის" ცერემონიის შემდეგ გაჩნდა - ცერემონიის კულისებში შარლიზი და სეტი გამუდმებით ფლირტაობდნენ.

შემდეგ შარლიზი და სეტი ერთ პროექტში მიიწვიეს. მალევე ცნობილი გახდა, რომ სეტი საყვარელს, ემილი კლარკს დაშორდა.

ამის შემდეგ შარლიზი თავის ახალ თაყვანისმცემლთან ერთად რამდენჯერმე შენიშნეს. წყვილს რომანტიკული პაემანიც ჰქონდა ერთ-ერთ სუში-რესტორანში.

ოფიციალური კომენტარი არცერთ მათგანს არ გაუკეთებია.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება