მირანდა კერი Victoria's Secret-იდან დაითხოვეს

მირანდა კერი Victoria's Secret-იდან დაითხოვეს

სუპერმოდელი მირანდა კერი Victoria's Secret-ის ანგელოზთა სიაში აღარაა. მოდელი კომპანიიდან დაითხოვეს.

მირანდამ უკვე გამოიმუშავა 1 მილიონი დოლარი, მაგრამ 3 წლიანი კონტრაქტი აღარ განუახლეს. მირანდა 2013 წლის გრანდიოზულ ტრადიციულ შოუში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ბრენდის სახე აღარ იქნება. როგორც დასავლურ პრესაში წერენ, მიზეზი მირანდას ცუდი რეპუტაციაა. კერი Victoria's Secret-ის მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს და კომპანიისთვის დიდი ფული აღარ მოაქვს.

Victoria's Secret-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელებმა არ უარყვეს, რომ კონტრაქტი არ განახლებულა, თუმცა დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავეს.

მომზადებულია nydailynews.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება