"ვოგის" რედაქციამ გამხდარი მოდელები დაითხოვა

"ვოგის" რედაქციამ გამხდარი მოდელები დაითხოვა

მოდაში სავსე ფორმიანი ქალები დაბრუნდნენ და მოდის ჟურნალის რედაქტორებმაც ზედმეტად გამხდარი მოდელები დაითხოვეს.

"ვოგის" ბრიტანული გამოცემის რედაქციამ მოდელებისთვის ახალი კონტრაქტი გააფორმა. ის მოდელები, რომლებიც "ვოგისთან" თანამშრომლობენ, ვალდებულნი არიან, 10 პუნქტი დაიცვან, მათ შორის მკაცრად გაწერილია ჭამა. მოდელები ვალდებულნი არიან, ფოტოსესიებისა და ვიდეორგოლების გადაღების დროს შეისვენონ და ისადილონ. განისაზღვრა სამუშაო გრაფიკიც - მოდელიც, ფოტომოდელიცა და სუპერმოდელიც ნაცვლად 20 საათისა, დღეში მხოლოდ 10 საათი იმუშავებს. მათ ნება დართეს, ფოტოსესიის დროს პაუზა მოითხოვონ და ტუალეტშიც შევიდნენ.

მოდელებს რედაქცია სხვადასხვა პრივილეგიითაც გაანებივრებს - ეს ეხება გარანტიას შიშველ, ან ნახევრად შიშველ ფოტოებზე, შეთანხმებას შვებულებაზე, საკვებზე, ტრანსპორტზე, ფოტოსესიის დროს ჰაერის ტემპერატურასა და ხელფასზე.

"ვოგის" ამერიკულმა გამოცემამ 16 წლამდე ყველა თინეიჯერი მოდელი დაითხოვა, ასევე კონტრაქტი შეუწყდა ყველა იმ გოგონას, რომელსაც კვებასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება