22 წლიანი ქორწინების შემდეგ ჯონ ტრავოლტას ცოლი ეყრება

22 წლიანი ქორწინების შემდეგ ჯონ ტრავოლტას ცოლი ეყრება

ჯონ ტრავოლტა და კელი პრესტონი შორდებიან. წყვილმა ქორწინებაში 22 წელი გაატარა. როგორც წყარო იუწყება, ბოლო დროს ჰოლივუდის მსახიობი მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობს მაშინ, როდესაც მისი მეუღლე იძულებულია სახლში იყოს და შვილებს მოუაროს.

"კელის აღარ შეუძლია ჯონის ასეთი დამოკიდებულების ატანა. ის ერთობა მაშინ, როდესაც კელი იძულებულია დიასახლისობდეს! " - აცხადებს წყარო.

გარდა ამისა, ტრავოლტამ უარი განაცხადა ლოს-ანჯელესში გადასვლაზე, სადაც პრესტონს ახალ პროექტზე მუშაობა შესთავაზეს:

"ჯონს ურჩევნია კელი ფლორიდაში დარჩეს და ბავშვებს მიხედოს", - აცხადებს წყვილთან დაახლოებული პირი.

გავრცელებული ხმებით, მას შემდეგ რაც ჯონმა კელის სერიალში მონაწილეობაზე პროტესტი გამოხატა, მათ ოჯახში სკანდალი მოხდა. პრესტონი აღშფოთებულია, ვინაიდან ის რთულ დროს ყოველთვის იდგა ტრავოლტას გვერდით და ამხნევებდა, ტრავოლტა კი არ აძლევს კარიერის გაგრძელების საშუალებას.

განქორწინება ჰოლივუდის მსახიობს 200 მლნ დოლარი დაუჯდება.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება