კიმ კარდაშიანი სიმსუქნით ფულს შოულობს

კიმ კარდაშიანი სიმსუქნით ფულს შოულობს

კიმ კარდაშიანს ზედმეტი წონის კომერციული მიზნებით დემონსტრირებაში სდებენ ბრალს: როგორც აღმოჩნდა რეალითი-შოუს ვარსკვლავი იმიტომ სუქდება, რომ მშობიარობის შემდეგ რომელიმე დიეტას რეკლამა გაუკეთოს, სწრაფად დაიკლოს წონაში და ამით ფული იშოვოს.

ბოლო დროს მომავალ დედას სულ უფრო ხშირად ხედავენ ტკბილეულით და კალორიული საკვებით ხელში. რაც უფრო მეტს ისაუბრებენ მის სიმსუქნეზე, მით მეტ აჟიოტაჟს გამოიწვევს მისი გახდომა. კიმ კარდაშიანის ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მედიასთან განაცხადა, რომ ვარსკვლავი ამას განზრახ აკეთებს. 

"არ უარვყოფ, კიმი იმიტომ სუქდება, რომ მისი გახდომის პროცესი უფრო დრამატული იყოს. დიეტურ კომპანიებთან შეთანხმება უკვე დადებულია. ბონუსები ხშირად განისაზღვრება იმით, თუ რამდენით დაიკლებ წონაში მოკლე პერიოდში", - აცხადებს წყარო.

მეორე წყარომ ხელშეკრულების არსებობა დაადასტურა:

"მან იცის, რასაც აკეთებს, როცა თავისი სავსე სხეულის დემონსტრირებას ახდენს. რაც უფრო მსუქანი ჩანს, მით უფრო მეტი ფასი ექნება მის გახდომას. ყველაფერს, რასაც კიმი აკეთებს, თავისი მიზეზი აქვს", - განაცხადა წყარომ.

გავრცელებული ხმებით, მოგების ნახვას არა მხოლოდ კიმი, არამედ მისი დედაც აპირებს. სწორედ კრის ჯენერმა უბიძგა კიმს მისი სიმსუქნით პუბლიკის ყურადღების მიქცევისკენ.

როგორც ჩანს, დედა-შვილმა ყველაფერი სწორად გათვალა. კიმს მშობიარობამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვე აქვს წინ, მასთან თანამშრომლობაზე კი უკვე წამყვანმა დიეტოლოგებმა გამოთქვეს სურვილი.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება