რობერტ პატინსონმა კრისტენ სტუარტს 30 000 ფუნტ-სტერლინგად შეფასებული კალამი აჩუქა

რობერტ პატინსონმა კრისტენ სტუარტს 30 000 ფუნტ-სტერლინგად შეფასებული კალამი აჩუქა

რობერტ პატინსონი და კრისტენ სტუარტი საბოლოოდ შერიგდნენ. წყვილი უკვე აღარ მალავს რომანს. ამას ისიც მოწობს, რომ კრისტენმა დაბადების დღე რობერტთან ერთად აღნიშნა. დღესასწაულზე მხოლოდ ახლო მეგობრები იყვნენ მიწვეულნი.

თავის მხრივ, რობერტმა კრისტენს სიყვარული ძვირადღირებული საჩუქრით დაუმტკიცა. მან საყვარელ ქალს 30 000 ფუნტ სტერლინგად ღირებული კალამი უსახსოვრა.

კალამი კომპანია Bentley-ს ეკუთვნის და ის შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა. ის კრისტენის კოლექციას ნამდვილად დაამშვენებს. ძვირფას საჩუქარს კრისტენის სახელობის გრავირებაც აქვს.

"კრისტენი უკვე დიდი ხანია კალმებს აგროვებს. რობერტმა გადაწყვიტა, მისთვის ძვირფასი საჩუქარი გაეკეთებინა. კალამზე კრისტენის სახელი, მისი დაბადების დღის თარიღი და საჩუქრის ავტორის, ანუ საკუთარი სახელის პირველი ასოა ამოტვიფრული. სულ ასეთი 40 კალამი არსებობს", - განაცხადა წყარომ.

კრისტენ სტუარტი 9 აპრილს დაიბადა. წელს მას 23 წელი შეუსრულდა. მსახიობმა დაბადების დღე ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ მექსიკურ რესტორანში გადაიხადა. თვითმხილველების განცხადებით, რობერტი და კრისტენი რამდენჯერმე განმარტოვდნენ, დანარჩენ დროს კი სვამდნენ და ერთობოდნენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება