კიმ კარდაშიანის დედა ქმარს შორდება

კიმ კარდაშიანის დედა ქმარს შორდება

კრის ჯენერი, ცნობილი დები კარდაშიანების დედა თავის მეორე ქმარს, ოლიმპიურ ჩემპიონ ბრუს ჯენერს შორდება. 57 წლის კრისი, რომელსაც მასმედიაში momager-ს (დედა-მენეჯერი) ეძახიან, მეუღლეს 22 წლიანი ქორწინების შემდეგ შორდება. ამის შესახებ ინფორმაციას Us Weekly-ი აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, კრისმა უკვე შეიტანა განცხადება განქორწინების შესახებ.

"მე და ბრუსი დაქორწინებულები ვიყავით 20 წლის განმავლობაში. გაგვიმართლა, რომ ერთმანეთს შევხვდით, მაგრამ ყველაფერი, მათ შორის ძალიან კარგი რამეც, დასასრულს უახლოვდება. ჩვენ ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი მოგონება დაგვრჩა. ერთად ყოფნისას გავხდით მშობლებიც და ბებია-ბაბუაც" - აღნიშნა კრისმა.

კრისს და ბრუსს ორი საერთო ქალიშვილი, მოდელი კენდალ და კაილი ჯენერები ჰყავთ. როგორ მიიღეს მათ ახალი ამბავი, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ კრის ჯენერი ბრუსთან ქორწინებამდე ადვოკატ რობერტ კარდაშიანის მეუღლე იყო. ამ ქორწინებიდან მას 4 შვილი: კორტნი, კიმი, ხლოი და რობერტი ჰყავს.

მომზადებულია Us Weekly-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება