ამბერ როუზი - ულტრამოდური და სექსუალური

ამბერ როუზი - ულტრამოდური და სექსუალური

ამბერ როუზი ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ და ექსცენტრიკულ ამერიკელ ვარსკვლავად მიიჩნევა. მოდელი ამბერი სულ ცოტა ხნის წინ დედა გახდა, თუმცა ფორმაში მალე ჩადგა და დღესაც ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და გემოვნებიან ქალბატონად ასახელებენ.

29 წლის ამბერი არასდროს ყოფილა მეტისმეტად გამხდარი და მანეკენის პარამეტრების მქონე. ყოველთვის ქალური, მომრგვალებული ფორმები ჰქონდა და დღესაც ამაყობს ამით. ამბერი თავისი სექსუალურობის ხაზგასასმელად ერთ დროს იმასაც არ შეუშინდა, რომ თმა ბოლომდე გადაეპარსა და მას მერე არც გაუზრდია. შეიძლება შეიღებოს, მეტი ეფექტისთვის - მაგალითად, ჟოლოსფრად ან იისფრად, გაზრდით კი აღარ იზრდის. ამბერი ერთ-ერთი ყველაზე თამამი ვარსკვლავია ჩაცმის მხრივაც. მას შეუძლია თავისუფლად მოირგოს ულტრამოდური სამოსი და ისე წარმოაჩინოს, ყველას მოესურვოს შემდეგ მისი ჩაცმა. მაგალითად, მან ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა ჰოლივუდში ხუთკუთხა, ე.წ. პენტაგონი სათვალე.

წარმატებული ქალი

ამბერი 1982 წლის 21 ოქტომბერს არის დაბადებული სამხრეთ ფილადელფიაში. მისი მშობლები იტალიური წარმომავლობისანი არიან. მისი ნამდვილი გვარი კი ლევონჩუკია.

ამბერი 3 წლის იყო, როცა მისი მშობლები გაიყარნენ და ამბერს დეიდა ზრდიდა. სკოლაში ყოველთვის ჭორაობდნენ მასზე, რადგან მაშინვე გამოირჩეოდა თანატოლებს შორის, განსაკუთრებით - მოდისადმი არაორდინარული დამოკიდებულების გამო. ასევე როკის სიყვარულისთვის.

როგორც ახლა იხსენებს, თავის დროზე ოცნებობდა, საკუთარი რესტორანი ჰქონოდა, რადგან გიჟდება კარგ ჭამაზე, მაგრამ საბოლოოდ მოდელი გახდა.

დღეს ამბერი ჟურნალებისთვის პოზირებს, ვიდეოკლიპებში მონაწილეობს და მზის სათვალის საკუთარი ხაზიც აქვს. სხვადასხვა ცნობილი ბრენდის ტანსაცმელსაც უწევს რეკლამას და ბომონდური წვეულებების აქტიური მონაწილეც არის.

2009 წელს ამბერი ლუი ვიტონის კედების რეკლამისთვის გადაიღეს. მეგობრობს ბევრ ცნობილ რეპერთან, რომელთა მუსიკალურ კლიპებშიც მონაწილეობს ხოლმე.

ამბერი და კანიე უესტი

პირადი ცხოვრებაც დატვირთული აქვს ამბერს. თვითონ ამბობს, რომ ბისექსუალია, თუმცა მის გვერდით მაინც უფრო ხშირად მამაკაცები არიან. ხვდებოდა კასიდისა და კრის ბრაუნს. რეპერთა სამყაროში მისი ერთ-ერთი გამორჩეული რჩეული იყო კანიე უესტი, რომელიც დღეს კიმ კარდაშიანის საქმროა. მოგვიანებით ამბერი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ კანიე ჯერ კიდევ მისი თაყვანისმცემელი იყო, როცა კიმმა მასთან რომანი გააბა. "კანიემ თითქმის ყველაფერი იცოდა ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ, - იხსენებდა მოგვიანებით ამბერი, - ერთხელ უთხრეს: "იცი, რომ ეგ გოგო სტრიპტიზიორადაც მუშაობდა და ქალებსაც ხვდებოდა?" კანიემ კი უპასუხა: "ისეთი რამ მიამბეთ, რაც არ ვიცი".

"მე და კანიე კიმის გამო დავშორდით ერთმანეთს", - თქვა ამბერმა კანიესთან დაშორების შემდეგ და ისიც აღიარა, რომ იმ დროს კიმს ჯერ კიდევ ჰყავდა ქმარი, მაგრამ მაინც დადიოდა კანიესთან.

"გამუდმებით ურეკავდა, სწერდა, გულახდილ ფოტოებს უგზავნიდა, - იხსენებს ამბერი, - ელექტრონული წერილიც კი გავუგზავნე კიმს, რაღაც ამგვარი: "კიმ, ადამიანურად გთხოვ, დაანებე თავი კანიეს", მაგრამ პასუხი არ მიმიღია".

ბედნიერი დედა

თუმცა დღეს ამბერი კმაყოფილიც კია ბედის, რომ კანიე მის გვერდით აღარ არის. რადგან სწორედ მასთან დაშორების შემდეგ შეხვდა თავის ნამდვილ სიყვარულს - 24 წლის რეპერ უიზ კალიფას. ის და კალიფა 2012 წელს დაინიშნენ კიდეც, 21 თებერვალს კი წყვილს შვილიც გაუჩნდა - სებასტიან ტეილორ ტომასი. "სამი კვირის შემდეგ სებასტიანის დაბადებიდან, თავს შესანიშნავად ვგრძნობ!" - დაწერა როუზმა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე და ქვეყანას ამცნო, რომ დედობამ უდიდესი ბედნიერება მიანიჭა.

თუმცა ამბერი იმასაც ამბობს, რომ დედობის გამო არ აპირებს ან საკუთარ თამამ სტილზე თქვას უარი, ან დატვირთულ ბომონდურ ცხოვრებაზე. ამბერს კიდევ ერთი ჰობი აქვს, რომელიც ასევე უმრავალფეროვნებს ცხოვრებას - ხატავს და ნახატებს არც ისე ცუდ ფასად ყიდის.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება