ქეით მიდლტონი კარდაშიანების შოუს უყურებს

ქეით მიდლტონი კარდაშიანების შოუს უყურებს

მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ სომხური წარმოშობის ამერიკელი ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი მისი თაყვანისმცემელია, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონმა კარდაშიანების შოუს Keeping Up with the Kardashians-ის ყურება დაიწყო.

როგორ წყარო აცხადებს, ქეითი უკვე მიჯაჭვულია ამ შოუზე. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ კიმ კარდაშიანიც ბავშვს ელოდება.

"კემბრიჯის ჰერცოგინიამ ლამის რელიგიურ დონეზე დაიწყო კარდაშიანების შოუს ყურება. თვლის, რომ ძალიან მხიარული ოჯახია. ხალხს ავიწყდება, რომ ქეითი ჩვეულებრივი გოგონაა, რომელიც ცოლად სამეფო პირს გაყვა. ისიც იმავე სატელევიზიო შოუებს უყურებს, რასაც ყველა", - აცხადებს წყარო.

ქეითთან დაახლოებული პირის თქმით, კემბრიჯის ჰერცოგინიამ რამდენჯერმე სთხოვა პრინც უილიამს, რომ მასთან ერთად ეყურებინა ტელეგადაცემისთვის, თუმცა ვერ დაიყოლია.

"უილიამი არ უყურებს ამ შოუს და ქეითს დასცინის კიდეც, რომ ასე გატაცებულია", - აცხადებს წყარო.

მომზადებულია contactmusic.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება