ამერიკელები მესამე თაობის ახალ კონვერტოპლანს შექმნიან

ამერიკელები მესამე თაობის ახალ კონვერტოპლანს შექმნიან

10 აპრილს ამერიკულმა კომპანია Bell Helicopter–მა მესამე თაობის ახალი კონვერტოპლანის Bell V-280 Valor პროექტი წარმოადგინა. ამ პროექტით კომპანია ამერიკის არმიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში აპირებს მონაწილეობის მიღებას, რომელიც 2030 წლისთვის შეიარაღებაში არსებული მოძველებული შვეულმფრენების შეცვლას ითვალისწინებს. Bell V-280 Valor-ის პროტოტიპის დამზადება და მისი პირველი აფრენა 2017 წლისთვის იგეგმება.

ამჟამად მსოფლიოში სერიულად მხოლოდ ერთ V-22 Osprey-ის ტიპის კონვერტოპლანს აწარმოებენ. მისი ძირითადი ოპერატორი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსია. "ოსპრეი" მაქსიმალურ 565 კმ/სთ-ის ტოლ სიჩქარეს ავითარებს და 32 სრულად ეკიპირებული ჯარისკაცის გადაყვანა ან 9 000 კგ-მდე ტვირთის წაღება შეუძლია.

სარეკლამო რგოლებისა და პროსპექტებში მოყვანილი ინფორმაციის თანახმად, ახალი V-280 Valor მაქსიმალური 518 კმ/სთ სიჩქარის გავითარებას შეძლებს. სასარგებლო დატვირთის მასიდან გამომდინარე, მისი მოქმედების საბრძოლო რადიუსი 926-1481 კმ-ის ფარგლებში მერყეობს. დესანტის სწრაფი გადმოსხმისთვის, კონვერტოპლანს ორივე ბორტზე დიდი სიგანის კარებები ექნება.

კონვერტოპლანი V-280 Valor ორ - სატრანსპორტო და დამრტყმელ კონფიგურაციებში შეიქმნება. პირველი მოდიფიკაცია 11 ჯარისკაცის და სხვადასხვა სახის ტვირთების ტრანსპორტირებაზეა გათვლილი.

დამრტყმელ ვარიანტში კონვერტოპლანი მართვადი რაკეტებით და ქვემეხებით იქნება შეიარაღებული. საბრძოლო ოპერაციების ჩატარებისას, ის Valor-ის სატრანსპორტო მოდიფიკაციების საცეცხლე მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru–ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე