რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2012 წელს იმაზე ნაკლები გამოიმუშავა, ვიდრე მისმა პრესმდივანმა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა "დეილი მეილი" იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, გასულ წელს რუსეთის პირველი პირის შემოსავალმა 5,7 მილიონი რუბლი შეადგინა, თუმცა პუტინზე გაცილებით მეტი – 5,4 მილიონი რუბლით მეტი შემოსავალი ჰქონდა მის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს – 11,1 მილიონი რუბლი.
რაც შეეხება პრეზიდენტის მეუღლეს, მისმა შემოსავალმა 120 ათასი რუბლი შეადგინა.
2012 წელს პრეზიდენტზე მეტი შემოსავალი ჰქონდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დმიტრი მედვედევსაც – 5,8 მილიონი რუბლი.
რუსი მაღალჩინოსნების მიერ გამოქვეყნებული საშემოსავლო დეკლარაციების მიხედვით, ყველაზე მაღალი შემოსავალი 2012 წელს ქვეყნის ვიცე-პრემიერს იგორ შუვალოვს აღმოაჩნდა. 1012 წლის მონაცემებით, მას და მისს მეუღლეს 449,4 მილიონი რუბლი ჰქონდათ შემოსავალი.
საშემოსავლო დეკლარაციების გამოქვეყნება რუს მაღალჩინოსნებს 2012 წლიდან ევალებათ.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.