დიტო სერიალს ტოვებს?!

დიტო სერიალს ტოვებს?!

რამდენიმე დღეა, საიტებზე და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" დატოვებას მეორე მთავარი გმირიც აპირებს. დიტოს როლის შემსრულებელი კოტე თოლორდავა მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია, ინფორმაციის გადასამოწმებლად მსახიობს დავუკავშირდით:

"ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუეა. ჯერჯერობით სერიალიდან წამოსვლას არ ვაპირებ, ყველაფერი ძველებურადაა".

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სერიალი მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემ დატოვა. მიზეზად კი მცირე ჰონორარი დაასახელა.

ქეთი სიგინაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება