ლედი გაგა გულშემატკივარის ოპერაციის ხარჯებს გადაიხდის

ლედი გაგა გულშემატკივარის ოპერაციის ხარჯებს გადაიხდის

მომღერალმა ლედი გაგამ რამდენიმე კვირის წინ თეძოზე ოპერაცია გაიკეთა. დღეს პრესისთვის ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავი მის გულშემატკივარს, რომელსაც მსგავსი ოპერაცია სჭირდება, ხარჯებს აუნაზღაურებს და ოპერაციის თანხას გადაიხდის.

ვარსკვლავის ფანმა 19 წლის ემამ "ტვიტერზე" დაწერა, რომ კერპის გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.

"ვარსკვლავმა მომძებნა და ოპერაციის ხარჯების გადახდას შემპირდა. ოპერაციას იმ ქირურგთა ჯგუფი წარუძღვება, რომლებმაც ლედი გაგას ჯანმრთელობაზე იზრუნეს. ოპერაციას ნიუ-იორკში გამიკეთებენ. ცრემლებს ვერ ვიკავებ. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი მადლიერი ვარ", - დაწერა გოგონამ "ტვიტერზე".

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება