MTV Movie Awards 2013 - გამარჯვებულები გამოავლინეს

MTV Movie Awards 2013 - გამარჯვებულები გამოავლინეს

გუშინ MTV Movie Awards 2013-ის დაჯილდოება გაიმართა. ცერემონიის დაწყებამდე ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე "გაიბრწყინეს". როგორც წესი, ამ შოუს დრეს-კოდი არ არის ისეთი მკაცრი, როგორც "ოსკარის" წითელი ხალიჩის, ამიტომ ვარსკვლავებს მეტი თავისუფლება ჰქონდათ.

ღონისძიებაზე მხიარული განწყობა იყო. შოუს დაესწრნენ სელენა გომესი, კიმ კარდაშიანი, ზოი სალდანა, ემა უოტსონი, კაელი მინოუგი და შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლები. განსაკუთრებით დახვეწილად გამოიყურებოდა სალდანა, რომელმაც Givenchy-ს ყვავილებიან კაბაზე შეაჩერა არჩევანი და გაზაფხულის სეზონთან სრულ ჰარმონიაში იყო.

არანაკლებ მიმზიდველად გამოიყურებოდა ორსული კიმ კარდაშიანიც. მან შავ კაბას მიანიჭა უპირატესობა, რომელიც მშვენივრად ფარავდა ორსულობის დროს "დაგროვილ" ზედმეტ კილოგრამებს. ხოლო ამანდა სეიფრიდი, როგორც ყოველთვის, შეუდარებელი იყო.

პაპარაცების ყურადღება თავის დახვეწილი სტილით მიიქცია მსახიობმა ემა უოტსონმა. მას Maxime Simoens-ის დიზაინით შექმნილი კაბა ამშვენებდა. მომღერალმა სელენა გომესმა კი, რომელსაც ხშირად ვერ აღიქვამენ ზრდასრულ ქალად, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილი, დახვეწილი ლედია. მას ოქროსფერი Julien Macdonald-ის დიზაინით შექმნილი კაბა ეცვა და "წითელი ხალიჩის ოქროს გოგონას" ტიტულიც დაიმსახურა.

მას შემდეგ რაც ვარსკვლავებმა გული იჯერეს წითელ ხალიჩაზე პოზირებით, შოუს დაწყების დროც დადგა, რომელიც როგორც ყოველთვის, ახლაც სავსე იყო სიურპრიზებით.

წელს MTV Movie Awards 2013-ის წამყვანი რებელ უილსონი იყო, რომელიც სცენაზე "რკინის კაცის" კოსტუმით დაეშვა. გარდა ამისა, წამყვანმა გაიმარჯვა ნომინაციაში "წლის გარღვევა".

MTV Movie Awards 2013-ის პრემიის გამარჯვებულთა  სია კი ასეთია :

საუკეთესო ფილმი- "შურისმაძიებლები"

საუკეთესო მსახიობი ქალი - ჯენიფერ ლოურენსი

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ბრედლი კუპერი

საუკეთესო პერსონაჟი - ბილბო ბეგინსი (ჰობიტი: უეცარი მოგზაურობა)

წლის გაღრვევა - რებელ უილსონი

საუკეთესო დუეტი - მარკ უოლბერგი და სეტ მაკფერლეინი ფილმში "ტედი"

მაისურის გარეშე შესრულებული საუკეთესო როლი - ტეილორ ლოტნერი

საუკეთესო ჩხუბი - რობეტ დაუნ უმცროსი, კრის ევანსი, მარკ რუფალო, კრის ჰემსვორტი, სკარლეტ იოჰანსონი, ჯერემი რენერი და ტომ ჰიდლსტონი - "შურისმაძიებლები"

საუკეთესო კოცნა - ბრედლი კუპერი და ჯენიფერ ლოურენსი - "ჩემი შეყვარებული შეშლილია"

საუკეთესო WTF-მომენტი - ჯეიმი ფოქსი და სემუელ ლ.ჯექსონი - "ჯანგო გამათავისუფლებელი"

საუკეთესო ბოროტმოქმედი - ტომ ჰიდლსტონი - "შურისმაძიებლები"

საუკეთესო მუსიკალური მომენტი - ანა კენდრიკი, რებელ უილსონი, ანა კემპი, ბრიტანი სნოუ, ალექსის ნეპი, ესტერ დინი და ჰანა მეი ლი - "იდეალური ხმა"

კომედიის გენიოსი - უილ ფარელი

წლის პიონერი - ემა უოტსონი

პრიზი "თაობა MTV" - ჯეიმი ფოქსი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება