SIPRI-ის მონაცემებით, მსოფლიო სამხედრო ხარჯები 2012 წელს შემცირდა

SIPRI-ის მონაცემებით, მსოფლიო სამხედრო ხარჯები 2012 წელს შემცირდა

მსოფლიო სამხედრო ხარჯები 2012 წელს, 1998 წლის შემდეგ პირველად შემცირდა და 2011 წელთან შედარებით 0,5%-ით ნაკლები შეადგინა. ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტმა (SIPRI). გამოცემა Newsobserver-ის ინფორმაციით, ამავდროულად გაიზარდა რუსეთში, შუა აღმოსავლეთსა და ჩინეთში.

SIPRI-ის მონაცემებით, 2012 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა 1,75 ტრილიონი დოლარი დახარჯეს საკუთარ შეიარაღებულ ძალებზე, რაც 0,5%-ით ნაკლებია 2011 წელთან შედარებით. სტოკჰოლმის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, აშშ კვლავინდებურად რჩება პირველ ადგილზე იმ 15 ქვეყანას შორის, ვინც ყველაზე მეტს ხარჯავს სამხედრო სფეროში.

განსხვავებით აშშ-ისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან, ჩინეთში სამხედრო ხარჯები 7,8%-ით გაიზარდა, რუსეთში კი - 16%-ით, ომანში კი - 51%-ით.

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი 1966 წელს შეიქმნა.

მომზადებულია Newsobserver-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე