შვედური პოპ-ჯგუფის ABBA-ს წევრებმა, ბენი ანდერსონმა და ბორნ ულვეუსმა დიჯეი Avicii-სთან ერთად "ევროვიზია 2013"-ის სიმღერა დაწერეს. სიმღერა We Write History "ევროვიზიის" მთავარი მუსიკალური თემა გახდება. "ევროვიზია" 2013 წელს შვედეთში ქალაქ მალმეში გაიმართება, სიმღერა კი კონკურსის ფინალურ დღეს, 18 მაისს შესრულდება.
"ევროვიზიის" საკონკურსო პროგრამაში სიმღერა წარმოდგენილი არ იქნება. "ევროვიზიის" ორგანიზატორების თქმით, მალმეში კონკურსისთვის საკუთარი ჰიმნის შექმნის იდეა ღონისძიების მზადების დაწყისშივე გაჩნდა და ბენ ბორნი და Avicii სიმღერის ავტორობის ყველაზე სასურველი კანდიდატები იყვნენ.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.