ირანში 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ირანში 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ირანში, პაკისტანის საზღვართან ახლოს 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიძგები სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებშიც იგრძნობოდა.

ჯერჯერობით, არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

10 აპრილს ირანის სამხრეთ-დასავლეთით მომხდარ 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა, 850 კი დაშავდა.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა