ყველაზე საძულველი ვარსკვლავები

ყველაზე საძულველი ვარსკვლავები

ჟურნალმა Star-მა ყველაზე საძულველი ვარსკვლავების ტრადიციული ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. წლევანდელი გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე მეტად ხალხს გვინეტ პელტროუ არ უყვარს.

ყველაზე საძულველ ვარკვლავთა სამეულში გვინეტის გარდა, კრისტენ სტუარტი და ჯენიფერ ლოპესი მოხვდნენ. ისინი ცნობილები არიან, მაგრამ ადამიანებს ბევრი მიზეზი აქვთ იმისთვის, რომ ისინი არ უყვარდეთ.

პირველი ადგილის მფლობელი გვინეტ პელტროუ ხალხს იმიტომ არ უყვარს, რომ მსახიობი ცდილობს, ფული იშოვოს ჯანსაღი კვების და სილამაზის მისეული რეცეპტების პროპაგანდით, რომელიც არც თუ ისე იაფი ჯდება.

მეორე ადგილის მფლობელ კრისტენს დღემდე ვერ პატიობენ, რომ მან რობერტ პატინსონს რეჟისორ რუპერტ სანდერსთან უღალატა.

რაც შეეხება საპატიო მესამე ადგილის მფლობელ ჯენიფერ ლოპესს, მას ხალხი გადამეტებული ნარცისიზმის გამო ვერ იტანს.

ყველაზე საძულველ ვარსკვლავთა ტოპ10-ი ასე გამოიყურება:

1. გვინეტ პელტროუ

2. კრისტენ სტუარტი

2. ჯენიფერ ლოპესი

4. ჯონ მაიერი

5. კეტრინ ჰეგელი

6. მეთ პაუერი

7. მადონა

8. ჯასტინ ბიბერი

9. ენ ჰეთევეი

10. კიმ კარდაშიანი

რეიტინგში ასევე მოხვდნენ კიმ კარდაშიანის დედა კრის ჯენერი, ეშტონ კატჩერი, ანჯელინა ჯოლი, ლინდსი ლოჰანი და ტეილორ სვიფტი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Star-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება