რად მუშაობდნენ ვარსკვლავები, სანამ სახელს გაითქვამდნენ

რად მუშაობდნენ ვარსკვლავები, სანამ სახელს გაითქვამდნენ

დიდებისკენ მიმავალი გზა ყოველთვის როდი გადის ვარდის ფურცლებსა და წითელ ხალიჩებზე. ყველა პოპულარული ადამიანი აღიარებამდე მძიმე, შრომატევად, იმედით აღსავსე გზას გადიოდა. გადაავლეთ თვალი ვარსკვლავებს და ამაში თავადაც დარწმუნდებით.

სკოლის დამთავრების შემდეგ ბრედ პიტი მისურის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც ჟურნალისტიკასა და სარეკლამო საქმეს სწავლობდა. მაგრამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პირდაპირ ჰოლივუდში გაემგზავრა, მსახიობი რომ გამხდარიყო. წარმატების მიღწევამდე წიწილის ფორმაში გამოწყობილი იდგა სწრაფი კვების რესტორანთან და ფლაერებს არიგებდა. მუშაობდა ასევე გამყიდველად, ბარმენად, მტვირთავად, ოფიციანტად და მძღოლად. ბოლოს სტრიპტიზიორები გადაჰყავდა გამოსვლებზე. სწორედ იქ გააცნო ერთმა გოგონამ როი ლონდონი - ჰოლივუდში სამსახიობო ოსტატობის ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი და მან ბრედ პიტში გამორჩეული ნიჭი დაინახა.

მეგან ფოქსმა ბავშვობიდან იცოდა, რომ მსახიობი გახდებოდა. 5 წლიდან ცეკვავდა და მსახიობობდა, თუმცა ჰოლივუდში აღმოჩენილს, საარსებო ფულის საშოვნელად მაღაზიასთან ბანანის კოსტიუმში გამოწყობილსაც უწევდა დგომა. კიდევ კარგი, ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდა - 15 წლისამ მიიღო თავისი პირველი როლი ფილმში "მზეზე დასვენება".

აი, გვენ სტეფანი კი სასაუზმეში დამლაგებლობდა.

ხოლო შერონ სტოუნი, პინკი და მუსიკოსი სილი "მაკდონალდსში" მუშაობდნენ. დამლაგებელი იყო შონ კომბსიც, მომავალში პი დიდი. "ჰარლემში დავიბადე და ვიცი, რა არის ყოველდღიურად პურის ფულის საშოვნელად მუშაობა, - თქვა რეპერმა ერთ-ერთ ინტერვიუში, - მე ტუალეტების საუკეთესო დამლაგებელი ვიყავი".

ჰოლივუდის მთავარ საიენტოლოგ ტომ კრუზს ყოველთვის აინტერესებდა რელიგია. თუმცა 14 წლისას, როცა ჯერ არაფერი იცოდა რონ ჰაბარდის სწავლების შესახებ, კათოლიციზმი იტაცებდა და თურმე მღვდლობასაც კი აპირებდა. ამისთვის კათოლიკურ სემინარიაშიც ისწავლა და მცირე ხანს ეკლესიაშიც საქმიანობდა, თუმცა მონასტრამდე საქმე არ მისულა.

ჯენიფერ ლოპესმა ყოველთვის იცოდა, რომ ვარსკვლავი გახდებოდა. თუმცა მის ღარიბ პუერტორიკოელ მშობლებს მისი სწავლის საფასურის გადახდა არ შეეძლოთ. ამიტომ ჯეი ლოს თავად უწევდა ამაზე ზრუნვა და სკოლის დამთავრების შემდეგ ერთდროულად ორ ადგილას მუშაობდა - დღისით იურიდიულ კანტორაში თანაშემწე იყო, ღამღამობით კი კლუბებში გამოდიოდა, მერე გამყიდველი-კონსულტანტიც გახდა პარფიუმერიულ მაღაზიაში.

"ბასკინ-რობინსის" სანაყინის გამყიდველები ვერც იფიქრებდნენ, თუ სიმპათიური გამყიდველი, რომელიც 1979 წელს მათ ჰონოლულუში ემსახურებოდა, აშშ-ის პრეზიდენტი გახდებოდა. ეს ბარაკ ობამას პირველი სამსახური იყო, ასე აგროვებდა სწავლის ფულს კოლუმბიის უნივერსიტეტში. აქვე დაპატიჟა პირველად მიშელი და ნაყინით გაუმასპინძლდა.

ვუპი გოლდბერგს შეუძლია დაიკვეხოს "დაუვიწყარი" სამუშაოთი. სანამ ჰოლივუდს დაიპყრობდა და "ოსკარს" მიიღებდა, ვუპი მორგში მუშაობდა. რიტუალური მომსახურების სფეროში მუშაობდნენ ასევე შონ კონერი და დენზელ ვაშინგტონი - კუბოებს აპრიალებდნენ. უფრო მეტიც, კონერი, რომელმაც სკოლა მიატოვა, გარკვეული პერიოდი საერთოდაც სამსახურში რჩებოდა და კუბოში იძინებდა, რადგან ბინის დაქირავების საშუალება არ ჰქონდა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება