ირანში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა

ირანში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა ირანში, რამდენიმე საათის წინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. ამის შესახებ "სიენენი" იუწყება. ამასთან, დაღუპულთა რიცხვი დაუზუსტებელია და არ არის გამორიცხული, კიდევ გაიზარდოს.

ბოლო 40 წლის განმავლობაში ეს ირანში მომხდარი ყველაზე მძლავრი მიწისძვრაა.

ირანში დაფიქსირებული 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა პაკისტანში, ინდოეთში, სპარსეთის ყურისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებშიც.

მომზადებულია cnn.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა