ოლივია ჰასი: "ჯულიეტას კასტინგზე წასვლას არ ვაპირებდი"

ოლივია ჰასი: "ჯულიეტას კასტინგზე წასვლას არ ვაპირებდი"

მან უამრავ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მსახიობ ოლივია ჰასის სახელი და გვარი ყოველთვის ჯულიეტას როლს უკავშირდება. მას ხშირად უწოდებენ "ყველაზე ნამდვილ ჯულიეტას".

ოლივია ახლა 61 წლისაა. 2008 წლის შემდეგ ახალ ფილმში მონაწილეობა აღარ მიუღია. იშვიათად თანხმდება ინტერვიუებს და უარს ამბობს ფოტოსესიებზე. რასაკვირველია, ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელსაც ოლივიასთან გასაუბრების საშუალება ჰქონია, შეკითხვას აუცილებლად უსვამს 1968 წლის კულტად ქცეულ ფილმზე "რომეო და ჯულიეტა". გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთი ინტერვიუდან, როდესაც ვარსკვლავი ჯულიეტას როლისთვის გამართულ კასტინგს იხსენებს.

"ჩემი პირველი სინჯი საშინელება იყო. ერთ დილას რეჟისორ ფრანკო ძეფირელის ოთახში აღმოვჩნდი. კასტინგზე ულამაზესი გოგონები დამხვდნენ. ყველა მათგანი ქერა და ლურჯთვალება იყო. ჩვენ კონკურენტები ვიყავით და ჯულიეტას როლისთვის ვიბრძოდით. გადავწყვიტე, გამოვპარულიყავი, რადგანაც ვიფიქრე, მათ ფონზე გამარჯვების შანსი არ მქონდა. ძალიან ვნერვიულობდი და ყველაფერი დამავიწყდა. დამავალეს, გარდაცვალების სცენარი გამეთამაშებინა. ეს ნამდვილი საშინელება იყო. 1 კვირის შემდეგ დამირეკეს და მისვლა მთხოვეს. ამჯერად აივნის სცენა შემხვდა. ამ დღეს პირველად შევხვდი ჩემს პარტნიორს ლეონარდ უაითინგს. რეჟისორის მოთხოვნით, მე და ლეონარდმა რამდენიმე ეპიზოდი ერთად ვითამაშეთ. ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად შევასრულე და ტექსტი არ დამვიწყებია. მაინც, არ მჯეროდა, რომ ოლივია ჯულიეტა გახდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს. ვიდრე ყველაფერს გავიაზრებდი, უკვე გადასაღებ მოედანზე ვიყავი. ფრანკო არაჩვეულებრივი რეჟისორია. მას შემდეგ უამრავ ფილმში მივიღე მონაწილეობა და ბევრ რეჟისორს შევხვდი, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, სხვა რეჟისორების კომპლიმენტებს ფრანკოს შენიშვნები მირჩევნია", - განაცხადა მსახიობმა.

წარმატებული კარიერის კვალდაკვალ ყოველთვის არეული იყო მსახიობის პირადი ცხოვრება. ოლივია პირველად 20 წლის ასაკში გათხოვდა. მისი პირველი მეუღლე მსახიობი პოლ მარტინი იყო. წყვილს ვაჟი ალექსანდრე ჰყავთ. ვარსკვლავი 1980 წელს იაპონელ მუსიკოს აკირა ფუსიზე გათხოვდა. მათ 1983 წელს ვაჟი მაქსი შეეძინათ. ოლივია და აკირა 1989 წელს განქორწინდნენ. 1991 წელს მსახიობი ამერიკელ მუსიკოსზე დევიდ გლენზე გათხოვდა. 1993 წელს წყვილს ქალიშვილი ინდია აისლი გაუჩნდა.

ინდია 19 წლისაა და დედის პროფესიას გაჰყვა. ახალგაზრდა მსახიობი რამდენიმე ტელესერიალში მონაწილეობს. ინდიას მემკვიდრეობით დედის სილამაზე ერგო, თუმცა რეჟისორები და კრიტიკოსები ამბობენ, რომ ქალიშვილს ოლივიას მსგავსი ეშხი არ აქვს.

მომზადებულია reocities.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება