ამერიკელებმა ოკეანის ფსკერიდან ამოღებული ჩრდილო კორეული რაკეტა შეისწავლეს

ამერიკელებმა ოკეანის ფსკერიდან ამოღებული ჩრდილო კორეული რაკეტა შეისწავლეს

ამერიკელმა სპეციალისტებმა წყნარი ოკეანის ფსკერიდან ჩრდილო კორეული რაკეტა-მატარებლის "ინჰა-3“-ის ფრაგმენტი ამოიღეს, რომელმაც გასული წლის 12 დეკემბერს, ორბიტაზე 100 კგ-იანი თანამგზავრი "კვანმენსონ-3“ გაიყვანა. სპეციალისტებმა მონაპოვარი დეტალურად შეისწავლეს და მთლიანი რაკეტის პარამეტრების მიახლოებითი განსაზღვრა შეძლეს.

სავარაუდოდ, ამერიკელებმა ჩრდილო კორეული რაკეტის მესამე საფეხურს მიაკვლიეს, რომელიც ზღვაში, ფილიპინების კუნძულებიდან 200 კილომეტრის მოშორებით ჩავარდა. ოფიციალური წყაროები არ ასახელებენ იმ სიღრმეს, საიდანაც რაკეტის ფრაგმენტის ამოღება მოხდა. მოცემულ რეგიონში ზღვის საშუალო სიღრმე 4000 მ-ია.

ექსპერტთა აზრით, კორეა უკვე რამდენიმე წელია მუშაობს ბირთვული ქობინის მატარებელ შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტის შექმნაზე. აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორს, ჯეიმს კლეპერს ამ საკითხზე განსაკუთრებული შეხედულება აქვს. მისი აზრით, რაკეტაში განსათავსებლად ბირთვული ქობინის ზომების შემცირებასთან დაკავშირებით კორეელი სპეციალისტები მნიშნელოვან სირთულეებს წააწყდნენ.

ანალოგიური ინფორმაცია გასულ კვირას სამხრეთ კორეული თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა გაავრცელა. კიმ მინ ცოკის თქმით, დღეისთვის ჩრდილო კორეას არ გააჩნია მცირეგაბარიტული ბირთვული მუხტი, რომლის გამოყენებაც ბალისტიკურ რაკეტაზე საბრძოლო ქობინის სახით იქნებოდა შესაძლებელი.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე