მირანდა კერი ბორტგამცილებელი გახდა

მირანდა კერი ბორტგამცილებელი გახდა

მირანდა კერი Victoria’s Secret-თან კონტრაქტის დასრულებას არ განიცდის - გოგონას სამუშაო ისედაც ჰყოფნის. ამ დღეებში სიდნეიში მოდელმა ავიაკომპანია Quantas-ის ახალი ფორმა წარმოადგინა. მირანდამ მონაწილეობა მიიღო დეფილეში, სადაც ბორტგამცილებლის ტანსაცმელი მოირგო: მოტკეცილი შავი კაბა მკერდზე წითელი დიაგონალური ზოლებით და ვარდისფერი სახელოთი. ჩვენებას ავიაკომპანიის წარმომადგენლების გარდა, ვარსკვლავი კეიტ ბლანშეტიც ესწრებოდა.

რაც შეეხება Victoria’s Secret-ს, მირანდამ განმარტა, რომ ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმების უფლებას თავს ვერ აძლევს - მაქსიმუმი სამი თვეა. გოგონა განაცვიფრა ჭორმა იმის შესახებ, რომ რთული ადამიანის რეპუტაცია აქვს, რომელიც სამუშაო გრაფიკს არ ემორჩილება.

"დარწმუნებული ვარ, ყველა ვისაც ჩემთან უმუშავია, იტყვის, რომ ეს სიმართლე არ არის",- აღნიშნავს მოდელი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება