ლონდონში მარგარეტ ტეტჩერის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

ლონდონში მარგარეტ ტეტჩერის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

ლონდონში დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

"რკინის ლედის" დაკრძალვის ოფიციალური ცერემონია წმინდა პავლეს ტაძარში იმართება.

ყოფილი პრემიერთან გამოთხოვებასთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი დღით არ დარეკავს ლონდონის ცნობილი ბიგ-ბენის საათი, რომელსაც ხმა ბოლოს 1965 წელს, უინტონ ჩერჩილის გარდაცვალებაის გამო გამოურთეს.

მარგარეტ ტეტჩერის ცხედარი გუშინ ვესტმინისტერის სასახლეში გადაასვენეს. დღეს კი სამგლოვიარო პროცესი წმინდა პავლეს ტაძარში გადაინაცვლებს.

"ბიბისის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაკრძალვის ცერემონიას 170 ქვეყნის 2 300 სტუმარი დაესწრება. დამსწრეთა შორის იქნებიან დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი. ცერემონიაზე ასევე ელოდებიან 11 ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს.

87 წლის მარგარეტ ტეტჩერი 8 აპრილს ინსულტით გარდაიცვალა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა