მაკოლეი კალკინი პაპარაცებს თავს დაესხა

მაკოლეი კალკინი პაპარაცებს თავს დაესხა

მაკოლეი კალკინი დიდი ხანია არ გამოჩენილა პაპარაცების ობიექტივში, თუმცა ახლა მისი ფოტოები ყველა ტაბლოიდის პირველ გვერდზეა. მსახიობმა პაპარაცი სცემა.

შემთხვევა ლონდონში, ერთ-ერთი ბარის წინ მოხდა, სადაც მაკოლეი მეგობრებთან ერთად გასართობად მივიდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ადგილზე პაპარაცთა მთელი არმია არ გაჩნდა. ყველას ეგონა, რომ კალკინი აღარ იყო აქტუალური აბეზარი ფოტოგრაფებისთვის, თუმცა ცდებოდნენ. პაპარაცების გამოჩენამ კალკინს ხასიათი საგრძნობლად გაუფუჭა.

მსახიობი გაბრაზდა, როდესაც ფოტოგრაფები კლუბის დატოვებისას შეამჩნია. მან ყვირილი დაიწყო და რამდენიმე პაპარაცი განზე მოისროლა, რათა მანქანამდე მალე მიეღწია.

შემთხვევას ბარის ერთ-ერთი ასისტენტი შეესწრო. მისი თქმით, ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე ის მაკოლეისთან საუბრობდა:

"თავიდან ვერ ვიცანი. ვერ მივხვდი, ვინ იყო. ვიფიქრე, რომ ვიღაც მაწანწალა იყო", - განაცხადა მან.

შეიტანენ თუ არა "თავდამსხმელი" კალკინის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს პაპარაცები, ჯერ უცნობია.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება