ეშტონ კატჩერმა სიძუნწის გამო სარფიანი შეთანხმება ჩაშალა

ეშტონ კატჩერმა სიძუნწის გამო სარფიანი შეთანხმება ჩაშალა

ამერიკელი მსახიობი ეშტონ კატჩერი სიძუნწის წყალობით იაპონური კომპანია Nikon-ის სარფიანი კონტრაქტის გარეშე დარჩა. როგორც ჩანს, მსახიობს მართლაც ეშინია, რომ ყოფილი მეუღლე დემი მური განქორწინების შემდეგ უფულოდ დატოვებს.

კატჩერმა, რომელიც ტელევიზიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია და სერიალ "ორნახევარ კაცში" მონაწილეობისთვის უზარმაზარ ჰონორარებს იღებს, იაპონურ კომპანიას ჰონორარის გაზრდა მოსთხოვა.

სამწუხაროდ, ფოტოტექნიკის მწარმოებელი ბრენდის წარმომადგენლები კატჩერზე ამაღლებული აზრისანი არ აღმოჩნდნენ. მათ კატეგორიული უარი განაცხადეს ჰონორარის გაზრდასა და მომავალში მსახიობთან მუშაობაზე.

მომზადებულია zimbio.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება